09:11 - 31 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-30 11:28:15, 1170 ნახვა

ეკონომიკა
წინასწარი შეფასებით, აპრილში რეალური მშპ-ის ზრდის ტემპმა 6,5% შეადგინა

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2018 წლის აპრილში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 6,5 პროცენტი, ხოლო 2018 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 5,5 პროცენტი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის დარგში. ზრდა დაფიქსირდა ასევე ტრანსპორტის, საფინანსო საქმიანობის, ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობის და უძრავი ქონებით ოპერაციების დარგებში.

ცნობისთვის, 2012 წლის იანვრიდან საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ტემპის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე. აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიტინია პსჟ-სა და არსენალის ჩემპიონთა ლიგის ფინალში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
ზედიზედ მეორედ, ხვიჩა კვარცხელია და პსჟ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია, სხვა რომელმა ქართველმა აღმართა თასი?
პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო
Bloomberg: ქუვეითში, საჰაერო ბაზაზე ირანის სავარაუდო დარტყმის შედეგად რამდენიმე ამერიკელი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics