08:32 - 31 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-25 16:58:31, 1570 ნახვა

ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე: საბანკო და ფინანსურ სექტორში ახალი სამართლიანი თამაშის წესები მკვიდრდება

საბანკო და ფინანსურ სექტორში ახალი სამართლიან თამაშის წესები მკვიდრდება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

 ბახტაძემ მთავრობის სხდომაზე წარდგენილ ახალსაკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს რამდენიმე მნიშვნელოვან პრინციპს.

„პირველი - ვერცერთი გამსესხებელი დაგირავებული ნივთის გარდა, სხვა ქონებას ვეღარ მოითხოვს, მეორე - ლომბარდებს და გამსესხებლებს, ე.წ კერძო მევახშეებს,ეკრძალებათ უძრავი და მოძრავი ქონების დალომბარდება; 50%-მდე მცირდება სესხის წლიური ეფექტური განაკვეთი, ნაცვლად დღეს არსებული 100%-ისა. მცირდება ჯარიმების ოდენობა და ყველა ფინანსურ ინსტიტუტს თუ კერძო გამსესხებელს, აეკრძალება ჯარიმის დაკისრება სესხის მთლიან თანხაზე. ახალი,სამართლიანი თამაშის წესები ვრცელდებასაბანკო სექტორზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, საკრედიტო კავშირებზე, ლომბარდებსა და კერძო გამსესხებელზე, ე.წმევახშეებზე. ვისაც სურს გააგრძელოს სალომბარდე საქმიანობა, ექნებათ ვალდებულება, გონივრულ ვადაში უზრუნველყონ ერთიან ერთიანი კომპიუტერული სისტემის შექმნა, სადაც ასახული იქნება ყველა ე.წ დალომბარდებული ნივთი, იმ მიზნით, რომ გამოვრიცხოთ კრიმინალური შემთხვევების ალბათობა,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ. მისი თქმით, საკითხის გარშემო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, 29 მაისს, გაკეთდება პრეზენტაცია, სადაც საზოგადოება დეტალურად გაეცნობა ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გათვალისწინებულ პრინციპებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიტინია პსჟ-სა და არსენალის ჩემპიონთა ლიგის ფინალში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
ზედიზედ მეორედ, ხვიჩა კვარცხელია და პსჟ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია, სხვა რომელმა ქართველმა აღმართა თასი?
პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო
Bloomberg: ქუვეითში, საჰაერო ბაზაზე ირანის სავარაუდო დარტყმის შედეგად რამდენიმე ამერიკელი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics