19:43 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-25 15:47:57, 819 ნახვა

რეგიონი
შსს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს სამეგრელოში აღნიშნავს

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ქალაქ  ზუგდიდში,  თავისუფლების მოედანზე გამართავს.

უწყების ცნობით, საზეიმო ღონისძიებები 11:00 საათზე დაიწყება.

ზუგდიდში, თავისუფლების მოედანი 3 ფუნქციურ ზონად დაიყოფა. ერთ-ერთი მათგანი საქართველოს 100 წლის ისტორიას გააცოცხლებს. აღნიშნულ ზონაში მოეწყობა მუზეუმი, სადაც განთავსდება როგორც ისტორიული ექსპონატები, ასევე,  შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების ამსახველი პრეზენტაციები.

ღონისძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა ქვედანაყოფის  აღჭურვილობისა და ტექნიკის გამოფენას წარმოადგენს. ასევე, ჩატარდება კინოჩვენებები, სხვადასხვა სახის შემეცნებით-გასართობი აქტივობები და დაჯილდოებები. დღის განმავლობაში გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი შემსრულებლები.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
კობახიძე - გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5000 კაცი გამოდის, წარმატებაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics