|
2018-05-25 10:49:20, 585 ნახვა
რეგიონი
„საქართველოს მელიორაცია“ საგარეჯოში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწყობას განაგრძობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტოს შპს „საქართველოს მელიორაცია“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწყობას განაგრძობს. ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხზე მიმდინარე სამუშაოებს შპს „საქართველოს მელიორაციის“ ტექნიკური დირექტორი, თენგიზ ლაკირბაია გაეცნო. „მიმდინარეობს არხის 3 500 კმ სიგრძის მონაკვეთის მოწყობა. ტერიტორია დაფარული იყო მცენარეებითა და ბუჩქნარით, ამორტიზებული არხი წლების მანძილზე არ ფუნქციონირებდა. ტერიტორიის გაწმენდისა და მოწესრიგების შემდეგ, მოეწყო საექსპლუატაციო გზა. ამჟამად მიმდინარეობს საირიგაციო კონსტრუქციებისა და ჭების მონტაჟი. ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხის ახალმოწყობილი მონაკვეთი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 500 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს მორწყავს“, - განაცხადა თენგიზ ლაკირბაიამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)