|
2018-05-24 16:54:22, 751 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღის“ საიუბილეო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო
კოლეჯის ,,ახალი ტალღა" საიუბილეო ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად დაესწრო. ზურაბ პატარაძემ კოლეჯის ადმინისტრაციას და სტუდენტებს საიუბილეო თარიღი მიულოცა, წარმატებები უსურვა და პროფესიული განათლების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქობულეთის კოლეჯი არის საუკეთესო მაგალითი ამ მიმართულებით. ,,განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების ამაღლება ისეთი ტურისტულად აქტიური რეგიონისთვის, როგორიცაა აჭარა, რომელიც სულ უფრო და უფრო იმკვიდრებს ადგილს, როგორც 4 სეზონის დანიშნულების ადგილი. მოგეხსენებათ, ტურიზმის განვითარებასთან ერთად იზრდება ტურისტული ობიექტების რაოდენობაც. მსგავსი რაოდენობის ტურისტულ ობიექტებში საჭიროა მომსახურების ხარისხი იყოს მაღალი, რასაც თავის მხრივ სწორედ პროფესიონალი, კვალიფიცირებული კადრები უზრუნველყოფს" - განაცხადა ზურაბ პატარაძემ. კონფერენციის ფარგლებში მოეწყო მიმდინარე და სამომავლო საერთაშორისო პროექტების განხილვა, სტუდენტებისა და მასწავლებლების გაცვლით პროგრამებში ჩართულობა, რაც ხელს უწყობს პროფესიული სწავლების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საქართველოში აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის, ესტონეთის, გერმანიისა და პოლონეთის პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში პროფესიული სასწავლებლის პედაგოგებს მადლობის სიგელები გადაეცათ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)