19:43 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-23 12:34:03, 732 ნახვა

რეგიონი
გორის მერის მოადგილემ ჟურნალისტს საჯარო ბოდიში მოუხადა

გორის მერის პირველმა მოადგილემ ტელეკომპანია „თრიალეთის“ ჟურნალისტს ბოდიში მოუხადა და თავისი სიტყვები უკან წაიღო.

გელა კაპანაძეს განცხადებების უარყოფა გორის რაიონულმა სასამართლომ 26 აპრილს დააკისრა. კაპანაძემ ჟურნალისტ მალხაზ მიქელაძეს 2017 წლის სექტემბერში პროვოკატორი უწოდა და ცილისმწამებლური განცხადებები გააკეთა, რომ თითქოს ჟურნალისტი „შენების მოძრაობის“ ინტერესებს ატარებდა.

მალხაზ მიქელაძემ სასამართლო დავა 2017 წლის ნოემბერში წამოიწყო. „ქართული ოცნების“ ოფისში 2017 წლის 21 სექტემბერს ჩაწერილი ინტერვიუს დროს ადგილი არ ქონია მალხაზ მიქელაძის მხრიდან ჩემს პროვოცირებას და აღნიშნული ფრაზა იყო სპონტანურად გამნოთქმული მოსაზერება, რომელიც მხოლოდ ჩემი მოსაზრება იყო და მალხაზ მიქელაძის, როგორც პიროვნულ, ისევე პროფესიული პატივისა და ღირსების შელახვას არ ემსახურებოდა.“ – განაცხადა გორის მერის პირველმა მოადგილემ გელა კაპანაძემ.

„ძალიან სასიხარულოა ის რომ გელა კაპანაძე გონს მოეგო და უკან წაიღო ის ცილისმწამებლური განცხადებები, რომელსაც გასულ წელს ჩემი მისამართით აკეთებდა. შეიქმნა პრეცენდენტი და ამის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებს რაც მოესურვებათ ყველაფერს ვეღარ დააბრალებენ ჟურნალისტებს, რათა მათ უკვე იციან რომ სასამართლომ შესაძლოა განცხადებების უკან წაღება დააკისროს. „ – ამბობს მალხაზ მიქელაძემ.

ჟურნალისტის უფლებებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი იცავდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
კობახიძე - გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5000 კაცი გამოდის, წარმატებაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics