08:32 - 31 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-23 10:47:45, 1811 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა უილბურ როსს საქართველოში კომერციის ოფისის რეგიონული წარმომადგენლობის გახსნა შესთავაზა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელიც აშშ-ში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება, აშშ-ის კომერციის მდივანს საქართველოში კომერციის ოფისის რეგიონული წარმომადგენლობის გახსნა შესთავაზა, რომლიდანაც სამხრეთ კავკასია და რეგიონის სხვა ქვეყნები დაიფარება.

სადღეისოდ, ოფისი, რომელიც საქართველოს და რეგიონს ფარავს, თურქეთში მდებარეობს. ქართული მხარის მხრიდან ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ამერიკული კომპანიების ინტერესი საქართველოსა და კავკასიის რეგიონის მიმართ, ამდენად, მიზანშეწონილი იქნებოდა, კომერციის ოფისის წარმომადგენლობის საქართველოში ამოქმედება, რაც დამატებით სტიმულს მისცემდა საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი ბიზნეს-ურთიერთობების განვითარებას.

 შეხვედრა დიმიტრი ქუმსიშვილსა და უილბურ როსს შორის ეკონომიკის მინისტრების დონეზე პირველად გაიმართა. საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი აშშ-ში, საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიტინია პსჟ-სა და არსენალის ჩემპიონთა ლიგის ფინალში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
ზედიზედ მეორედ, ხვიჩა კვარცხელია და პსჟ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია, სხვა რომელმა ქართველმა აღმართა თასი?
პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო
Bloomberg: ქუვეითში, საჰაერო ბაზაზე ირანის სავარაუდო დარტყმის შედეგად რამდენიმე ამერიკელი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics