08:32 - 31 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-23 09:33:15, 1539 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ჩერქეზიშვილი იაპონური კომპანია NEXI-ის ხელმძღვანელებს შეხვდა

იაპონური კომპანია Nippon Export and Investment Insurance-ის (NEXI) საქართველოში საქმიანობის დაწყების შესაძლებლობები განიხილეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გიორგი ჩერქეზიშვილისა და  NEXI-ის თავმჯდომარის, კაზუჰიკო ბანდოს შორის გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც   კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარა ესწრებოდა.

NEXI იაპონიის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული კომპანიაა, რომელიც იაპონურ კომპანიებსა და ბანკებს სთავაზობს სხვადასხვა პოლიტიკური და კომერციული რისკებისგან სავაჭრო/საინვესტიციო დაზღვევას, რათა ხელი შეუწყოს მათ საერთაშორისო საქმიანობაში.

შეხვედრის საუბრის თემა NEXI-ს საქმიანობის საქართველოში წამოწყების პერსპექტივა და შესაძლებლობები იყო. გიორგი ჩერქეზიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა შეხვედრის მნიშვნელობა და განაცხადა, რომ NEXI-სთან ახლო ურთიერთობა ხელს შეუწყობს იაპონური ინვესტიციების და კომპანიების შემოდინებას ქართულ ბაზარზე.

სამინისტროს მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბექა თაბაგარი და ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის აზია-აფრიკის რეგიონისა და სხვა ქვეყნების სამმართველოს უფროსი ნინო გამხარაშვილი.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიტინია პსჟ-სა და არსენალის ჩემპიონთა ლიგის ფინალში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
ზედიზედ მეორედ, ხვიჩა კვარცხელია და პსჟ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია, სხვა რომელმა ქართველმა აღმართა თასი?
პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო
Bloomberg: ქუვეითში, საჰაერო ბაზაზე ირანის სავარაუდო დარტყმის შედეგად რამდენიმე ამერიკელი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics