|
2015-05-26 15:39:02, 387 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს
ზუგდიდში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. როგორც „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის გამგეობიდან აცნობეს, დილიდან ქალაქის ცენტრში გამოფენილია სამხედრო ტექნიკა, იარაღები, საგანგეობო სიტუაციების სამსახურისა და სასწრაფო დახმარების სპეცტექნიკა. ზუგდიდში წელს პირველად გამოფენაზე გამოჩნდა ავტომოყვარულთა ტექნიკაც. დილიდან ქალაქის ცენტრალურ ბულუარში სხვადსხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებები იმართება. ზუგდიდის შ. დადიანის დრამატული თეატრის მსახიობები ქუჩებში პანტონიმის დასის მსვლელობას და თეატრალურ წარმოდგენებს მართავენ. პარალელურად იმართება მარწყვის ფესტივალი, მშვიდობის თმაზე დაფაზე და ასფალტზე ხატვა, ნახატების გამოფენა ART- გალერეაში, სხვადასხვა მუსიკალური კონცერტები, ხალხური რეწვის ნიმუშების, ყვავილებისა და საკითხავი ლიტერატურის გამოფენა– გაყიდვა. დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ზუგდიდის ახალ პარკში გალა კონცერტით დასრულდება, რომელიც საღამოს 7 საათზე დაიწყება. ჯგუფ „მგზავრებთან“ ერთად კონცერტზე მონაწილეობას ადგილობრივი შემსრულებლებიც მიიღებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)