|
2018-05-18 14:48:45, 715 ნახვა
რეგიონი
სმენის არმქონე ბავშვებისთვის გაიდლაინის შემუშავების საკითხზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
„მოვუსმინოთ მომავალს და მოვემზადოთ მისთვის“ - ამ სლოგანით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რომლის მიზანია, საქართველოში სმენის არმქონე და სმენადაქვეითებული ბავშვების აბილიტაცია-რეაბილიტაციის საკვანძო საკითხებზე მსჯელობა და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება ასეთი კატეგორიის ბავშვებისადმი ადრეული ჩარევის სახელმწიფო სახელმძღვანელოს (გაიდლაინის) შესამუშავებლად. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზურაბ თენიეშვილმა, სევე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელმა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოს პარლამენტის, თბილისის მერიისა და საკრებულოს ჯანდაცვისა და განათლების უწყებების წარმომადგენლებმა. კონფერენციაზე გაფორმდება მემორანდუმი და ჩამოყალიბდება მრჩეველთა საბჭო, რომელიც შეიმუშავებს რეკომენდაციებს სმენის არმქონე და სმენადაქვეითების მქონე ბავშვების ჯანმრთელობის დაცვის და სკოლამდელი და სკოლის ასაკის განათლების ადრეული ჩარევის სახელმწიფო სახელმძღვანელოს (გაიდლაინის) ჩამოსაყალიბებლად. კონფერენციის ინიციატორები და ორგანიზატორები არიან: საქველმოქმედო ფონდი „აი ია“, შპს „კიდსმენა“, „ყელ-ყურ ცხვირის ეროვნული ცენტრი ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკა“ და „ველფეარ ფაუნდეიშენი“. კონფერენციის მხარდამჭერები არიან: ევროკავშირი, კოხლეარული იმპლანტის მწარმოებელი კომპანია Med-El-ი და კომპანია „მეღვინეობა შილდა“.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)