|
2015-05-26 11:11:49, 487 ნახვა
საზოგადოება
ეკონომიკის სამინისტრო რუსთაველის გამზირზე რამდენიმე სტენდით არის წარმოდგენილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში შემავალი სსიპ–ები და შპს–ები, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზრიზე რამდენიმე სტენდით არის წარმოდგენილი. საკუთარი პროექტების პრეზენტაციას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოც მართავს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული სსიპ წარმოადგენს საქართველოში პირველი ტექნოლოგიური პარკის სიმბოლიზაციას. სააგენტოს სივრცე პირობითად ხუთ სივრცედ არის დაყოფილი: FAB LAB-ის სიმულაცია. განთავსებულია დაზგა დანადგარები (3D პრინტერები, სკანერი და ლაზერული მჭრელი); FAB LAB-ის მიერ დამზადებული ნივთების შოურუმი; მიკროელექტრონიკის კუთხე, სადაც მოხდება სხვადასხვა ტიპის მოწყობილობების დემონსტრაცია და მათზე მუშაობის ადგილზე სწავლება; სუვენირების დამზადება ლაზერული მჭრელით. ასევე იმუშავებს საინფორმაციო სივრცე, სადაც წარმოდგენილი იქნება ტექნოპარკის ვირტუალური მოდელი ოკულუსზე, რომლის მორგებას და ხილვას ნებისმიერი მსურველი შეძლებს. განთავსებულია სტენდი, სადაც გამოქვეყნებულია ინფორმაცია სააგენტოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების, ტრენინგებისა და კონკურსების შესახებ. ასევე იმუშავებს უფასო WIFI გამვლელებისთვის, განთავსებულია ინტერნეტიზაციის შესახებ გრაფიკული ვიდეო მონიტორზე და გაიმართება ორგანული არქიტექტურის მიმართულებით ინოვაციური ინსტალაციების გამოფენა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სტენდის დამთვალიერებელი აღმოჩნდება აეროპორტის ტერმინალის იმიტირებულ სივრცეში. აეროპორტების გაერთიანება უამრავ გასართობ პროგრამას სთავაზობს როგორც ბავშვებს, ასევე უფროსებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)