06:53 - 31 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-14 17:32:14, 1689 ნახვა

ეკონომიკა
EBRD-მა „თიბისი ბანკი“ საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების კუთხით საქართველოში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) თიბისი ბანკი საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების კუთხით კიდევ ერთხელ დაასახელა ყველაზე აქტიურ ბანკად საქართველოში. აღნიშნული ჯილდო ბანკმა უკვე მეოთხედ მიიღო.

დაჯილდოების ყოველწლიური ცერემონია იორდანიაში გაიმართა, სადაც EBRD-ის წარმომადგენლებმა  2017 წლის წარმატებულ პარტნიორ ბანკებს უმასპინძლეს.

„ვაჭრობის დაფინანსება ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ახალი ბაზრების ათვისებისა და კომპანიების ფინანსური ხელშეწყობისთვის გადადგმული ყოველი წარმატებული ნაბიჯი ჩვენი პარტნიორი ბანკების დამსახურებაა. დღევანდელი დაჯილდოების ცერემონიით გვსურს, გამოვხატოთ მადლიერება და პატივისცემა ფინანსური ინსტიტუტების მიმართ", - განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის მმართველმა დირექტორმა, ნიკ ტესეიმანმა.

EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამა (Trade Facilitation Programme), რომელიც 1999 წელს დაფუძნდა, მიზნად ისახავს საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერას იმ ქვეყნებში, სადაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ინვესტიციებს ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, EBRDგასცემს გარანტიებს პარტნიორი ბანკებისთვის ადგილობრივი ექსპორტიორების, იმპორტიორებისა და დისტრიბუტორების დაფინანსების მხარდასაჭერად. დღეს ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამა 26 ქვეყნის 94 ბანკთან თანამშრომლობს, ხოლო  800-ზე მეტი ბანკისთვის გაცემული ფინანსური მხარდაჭერა 1.5 მილიარდ ევროს აღემატება.

თიბისი ბანკი EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის წევრი 1999 წელს გახდა.     

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიტინია პსჟ-სა და არსენალის ჩემპიონთა ლიგის ფინალში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
ზედიზედ მეორედ, ხვიჩა კვარცხელია და პსჟ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია, სხვა რომელმა ქართველმა აღმართა თასი?
პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო
Bloomberg: ქუვეითში, საჰაერო ბაზაზე ირანის სავარაუდო დარტყმის შედეგად რამდენიმე ამერიკელი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics