05:58 - 31 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-10 13:51:48, 1650 ნახვა

ეკონომიკა
საქართველო-ისრაელს შორის საინვესტიციო კავშირების განვითარების მიზნით მიზნობრივი კვლევა ჩატარდება

საქართველო-ისრაელს შორის საინვესტიციო კავშირების შემდგომი განვითარებისა და ისრაელის ბიზნეს-წრეებში ცნობიერების ამაღლების მიზნით მიზანშეწონილობის კვლევის ჩატარებას ვიწყებთ, -  ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ისრაელის ეკონომიკისა და ინდუსტრიის მინისტრ ელი კოენთან  შეხვედრაზე.

მისი თქმით, მიზნობრივ კვლევას სრულ მხარდაჭერას უცხადებს „ისრაელის ექსპორტის ინსტიტუტი".

როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, კვლევა ისრაელის ინვესტორებისთვის განსაზღვრავს კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებსა და შესაძლებლობებს საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში.

„გვაქვს რა გამორჩეული გეოპოლიტიკური მდებარეობა ევროპისა და აზიის გასაყარზე და ასევე, სტაბილური და მიმზიდველი ბიზნეს გარემო და საინვესტიციო კლიმატი, ჩვენი მიზანია, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს რეგიონული ეკონომიკის მშენებლობაში", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიტინია პსჟ-სა და არსენალის ჩემპიონთა ლიგის ფინალში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
ზედიზედ მეორედ, ხვიჩა კვარცხელია და პსჟ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია, სხვა რომელმა ქართველმა აღმართა თასი?
პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო
Bloomberg: ქუვეითში, საჰაერო ბაზაზე ირანის სავარაუდო დარტყმის შედეგად რამდენიმე ამერიკელი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics