04:10 - 31 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-04 11:28:23, 1517 ნახვა

ეკონომიკა
ოთხი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 34%-ით გაიზარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, მიმდინარე წლის 4 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად, გადაყვანილ იქნა 1,208,430 მგზავრი, რაც 34 % აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 903,878.

მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

2018 წლის ოთხი თვის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1,020,104 მგზავრს მოემსახურა, რაც 35 % მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 754,783.      

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის ოთხ თვეში მგზავრთნაკადი 14 % გაიზარდა. თუ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 104,082 მგზავრს მოემსახურა, წელს ამ მაჩვენებელმა 118,433 მგზავრი შეადგინა.

რეკორდული ზრდის ტემპი შენარჩუნებულია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2018 წლის პირველ ოთხ თვეში ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 68,261 მგზავრმა ისარგებლა. რაც 59 % მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42,983.

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით, 2018 წლის პირველ ოთხ თვეში 1,632 მგზავრმა ისარგებლა. 2018 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ადგილობრივ აეროპორტებში ჯამში 91 რეისი შესრულდა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიტინია პსჟ-სა და არსენალის ჩემპიონთა ლიგის ფინალში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
ზედიზედ მეორედ, ხვიჩა კვარცხელია და პსჟ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია, სხვა რომელმა ქართველმა აღმართა თასი?
პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო
Bloomberg: ქუვეითში, საჰაერო ბაზაზე ირანის სავარაუდო დარტყმის შედეგად რამდენიმე ამერიკელი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics