|
2015-05-24 13:03:39, 534 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა სამინისტროს ჩემპიონატი მინიფეხბურთში „MOF-2015“ დაიწყო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჩემპიონატი მინიფეხბურთში MOF-2015 დაიწყო, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი დაესწრნენ. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, წელს, ჩემპიონატში ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს საქვეუწყებოსამსახურების 16 გუნდი მონაწილეობს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები, გარდა იმისა, რომ შესანიშნავად ართმევენ თავს თავის მოვალეობებს, დასვენების პერიოდშიც ცდილობენ ერთად ყოფნას და უკვე კარგ ტრადიციად ჩამოყალიბდა ის, რომ ტარდება სამინისტროს ჩემპიონატი მინიფეხბურთში. ასე რომ, ჩემპიონატის პერიოდში ჩვენი თანამშრომლების აქცენტები, დატვირთვა სამსახურის შემდეგ, გადმოტანილი იქნება ამ დარბაზში და იმედი მაქვს, რომ სწორედ ღირსეული გუნდი გახდება წელს ფინანსთა სამინისტროს ჩემპიონი მინიფეხბურთში,“ - განაცხადა ნოდარ ხადურმა. უწყების ცნობით, ჯგუფური ეტაპი 23 მაისიდან-1 ივნისის ჩათვლით გაიმართება, მეოთხედფინალები 6 ივნისს შედგება, ნახევარფინალები 8 ივნისს, ხოლო ფინალი - 13 ივნისს. ჩემპიონატის მონაწილეებს ფინანსთა მინისტრი სამახსოვრო სიგელებს გადასცემს. ჩემპიონატში გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა გარდამავალი თასი, ასევე დაჯილდოვდებიან ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, საუკეთესო ფეხბურთელი საუკეთესო მეკარე და ვეტერანი ფეხბურთელი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)