03:21 - 31 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-01 13:29:24, 1654 ნახვა

ეკონომიკა
PSP მომხმარებელს თურქეთიდან მედიკამენტების ჩამოტანის სერვისს სთავაზობს

ცოტა ხნის წინ მედიების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის ტერიტორიაზე ცალკეული მედიკამენტების ფასი საქართველოს სააფთიაქო ქსელებში არსებული ფასებისგან განსხვავებულია. ეს დანამდვილებით ასეა.

გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთის სამომხმარებლო ბაზარი გაცილებით დიდია, ვიდრე საქართველოსი, ბევრი დასავლური მწარმოებელი თურქეთში სპეციალური ლიცენზიით  მედიკამენტებს ამზადებს, რაც ფასების ოპტიმიზაციას უწყობს ხელს. ამ ლიცენზიით მედიკამენტების გაცემა მხოლოდ თურქეთის ტერიტორიაზეა შესაძლებელი, რომლის ექსპორტზე გატანა არაა ნებადართული. სამწუხაროდ, თურქეთიდან ამ მედიკამენტების შემოტანის და სააფთიაქო ქსელში განთავსების შესაძლებლობა არ არის.

იმ ონკოლოგიური და სხვა ძვირადღირებული მედიკამენტებისთვის, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე სპეციალური ლიცენზიით იწარმოება და დაბალ ფასად იყიდება, PSP მთელს მოსახლეობას უკვე რამდენიმე წელია მედიკამენტების ჩამოტანის სერვისს სთავაზობს.

მოსახლეობას საშუალება ეძლევა, აღნიშნული სპეციალური დანიშნულების ონკოლოგიური და სხვა ძვირადღირებული პრეპარატების ჩამოტანის სერვისით ისარგებლოს და მედიკამენტები ინდივიდუალური მოხმარებისათვის ყოველგვარი ფასნამატის გარეშე მიიღოს.

მომხმარებელმა სპეციალურ ნომრებზე 595 800 814 ან 551 93 44 55 უნდა დარეკოს და ფორმა 100-ის საფუძველზე მედიკამენტი შეუკვეთოს.

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიტინია პსჟ-სა და არსენალის ჩემპიონთა ლიგის ფინალში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
ზედიზედ მეორედ, ხვიჩა კვარცხელია და პსჟ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია, სხვა რომელმა ქართველმა აღმართა თასი?
პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო
Bloomberg: ქუვეითში, საჰაერო ბაზაზე ირანის სავარაუდო დარტყმის შედეგად რამდენიმე ამერიკელი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics