|
2015-05-22 15:20:20, 347 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი ესტონეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ესტონეთის რესპუბლიკის ელჩს, პრიტ ტურკს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მხარეებმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს და ინტენსიური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ესტონეთთან ორმხრივი ურთიერთობის ფარგლებში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ელჩს საქართველოსთვის თავდაცვის სფეროში გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ესტონეთი არის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა სამთავრობო დაწესებულებების დემოკრატიულად და გამჭვირვალედ მართვის თვალსაზრისით. უწყების ხელმძღვანელმა ამ მიმართულებით ესტონეთის გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხზე, ერთობლივ ტრენინგებსა და რეფორმებზე. პრიტ ტურკმა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ესტონეთის რესპუბლიკის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა და აღნიშნა, რომ ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის, ესტონეთს საქართველოსთან ყველაზე ინტენსიური ურთიერთობა აქვს. ელჩმა ხაზი გაუსვა ნატოს-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობას და პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში ესტონეთის მხარდაჭერა აღუთქვა. მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს. შეხვედრას საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ტეეტ კივისონი დაესწრო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)