|
2015-05-22 13:34:56, 374 ნახვა
პოლიტიკა
გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე მისი უწყების ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თემურ მურღულიამ მისი უწყების დაფინანსების გაზრდა მოითხოვა. როგორც მან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, გარემოს დაცვის სამინისტრო ყველაზე ნაკლებად არის დაფინანსებული. მურღულიამ აღნიშნულ კომიტეტს თხოვნით მიმართა, როცა ბიუჯეტის განხილვა იქნება, გარემოს დაცვის უწყებას მხარი დაუჭირონ. „როდესაც საქართველოში ჰესი შენდება, აუცილებელია გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის განხორციელება. რადგან ჩვენი სამინისტრო ყველაზე ნაკლებად დაფინანსებულია, მათ შორის გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში ძალიან ბევრი რესურსია საჭირო. ამიტომ, როცა ბიუჯეტის განხილვა იქნება, დაგვიჭირეთ მხარი და ჩვენც რა თქმა უნდა ბევრ რესურსს ჩავრთავთ ამ პროცესში“, - განაცხადა მურღულიამ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარე ეკა ბესელიამ მინისტრის მოადგილეს პირობა მისცა, რომ ბიუჯეტის განხილვის დროს მხარს დაუჭერს, რადგან, მისი თქმით, გარემო ყველას საზრუნავია. „ნამდვილად დაგიჭერთ მხარს, რადგან გარემო ყველასთვის უნდა იყოს ყველაზე საუკეთესო და ნამდვილად ყველას საზრუნავია ეს“, - აღნიშნა ბესელიამ. ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, სახალხო დამცველის ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების საფუძველზე სამინისტროების მოადგილეები მოხსენებით გამოდიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)