02:21 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-14 12:18:13, 2336 ნახვა

მსოფლიო
აიათოლა ალი ხამენეი: ამერიკის, საფრანგეთის და ბრიტანეთის ლიდერები კრიმინალები არიან

ირანის ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი სირიაზე განხორციელებულ იერიშს ეხმაურება, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

როგორც ხამენეიმ აღნიშნა, საერთაშორისო კოალიციაში შემავალი აშშ, ბრიტანეთი და საფრანგეთი კრიმინალები არიან.

„დღეს დილით სირიაზე მიტანილი იერიში დანაშაულს წარმოადგენს. აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტები, ასევე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კრიმინალები არიან და მათ დიდი დანაშაული ჩაიდინეს. ისინი ამით სარგებელს ვერ მიიღებენ, ისევე როგორც გასულ წლებში ვერ მიიღეს ერაყში, სირიასა და ავღანეთში, სადაც ასეთივე დანაშაულს ჩადიოდნენ“, - განაცხადა ირანის ლიდერმა.

ცნობისთვის, დღეს დილით, საერთაშორისო კოალიციამ, რომელშიც აშშ, საფრანგეთი და ბრიტანეთი შედის, სირიაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.

აღსანიშნავია, რომ სირიაზე სარაკეტო დარტყმას მსოფლიო ლიდერები უკვე გამოეხმაურნენ. საერთაშორისო კოალიციის ქმედებებს მხარი ევროკავშირმა, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებმა დაუჭირეს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics