|
2015-05-21 16:55:06, 495 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა აჭარის ა/რ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრსა“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის „სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს” შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის მიზანია, სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ბენეფიციარებისთვის, ასევე ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა ოჯახის წევრებისთვის პიროვნული, კულტურული და ფსიქო-სოციალური განვითარების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. დოკუმენტის მიხედვით, „მხარეები ადასტურებენ დანაშაულის პრევენციის პრიორიტეტულობას, გამოთქვამენ სრულ მზადყოფნას ხელი შეუწყონ დანაშაულის პრევენციას და განმეორებითი დანაშაულის თავიდან აცილებას ქვეყანაში“. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის ჯონი კვინიკაძის განცხადებით, ამ მემორანდუმის გათვალისწინებით დაიგეგმება ერთობლივი ღონისძიებები. „დანაშაულის პრევენციის ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიულ ორგანოებთან. აჭარის ა/რ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტთან ერთად სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებების გარდა ვიმუშავებთ ახალგაზრდებში სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნითაც. დაიგეგმება ერთობლივი ბანაკები, ტრენინგები, სპორტული აქტივობები, საგანმანათლებლო სემინარები“, განაცხადა ჯონი კვინიკაძემ. მემორანდუმს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორთან ერთად ხელი მოაწერა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის „სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის” უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა დავით მიქელაძემ. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ფილიალი განთავსებულია ბათუმის იუსტიციის სახლში. ცენტრი აჭარაში „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ გარდა ახალგაზრდულ პროექტებს ახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)