00:23 - 31 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-13 11:40:39, 1525 ნახვა

ეკონომიკა
ჩინეთის კომერციის მინისტრი ჭონ შანი - ჩინეთის ბაზარი ღიაა ქართული პროდუქციისთვის

ჩვენ მზად ვართ უფრო მეტი ქართული პროდუქცია ვიყიდოთ. ჩინეთის ბაზარი ღიაა ქართული პროდუქციისთვის, - ამის შესახებ ჩინეთის კომერციის მინისტრმა ჭონ შანმა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრაზე განაცხადა. 

მისი თქმით, ჩინეთი დაეხმარება ქართველ მწარმოებლებს, რათა მათ უკეთ შეძლონ, საკუთარი პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე გაყიდვა. 

„ჩვენ სრულ მხარდაჭერას აღმოგიჩენთ, რათა ჩინურ ბაზარზე მეტი ქართული პროდუქცია გაიყიდოს," - აღნიშნა ჩინეთის კომერციის მინისტრმა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის დროსაც მან მონაწილეობა მიიღო  ჩინეთის სახალხო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის კონფერენციაში, აგრეთვე შეხვედრები გამართა ჩინეთის მთავრობის წევრებთან.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიტინია პსჟ-სა და არსენალის ჩემპიონთა ლიგის ფინალში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
ზედიზედ მეორედ, ხვიჩა კვარცხელია და პსჟ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია, სხვა რომელმა ქართველმა აღმართა თასი?
პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო
Bloomberg: ქუვეითში, საჰაერო ბაზაზე ირანის სავარაუდო დარტყმის შედეგად რამდენიმე ამერიკელი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics