00:23 - 31 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-11 17:25:24, 1527 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა ძალიან დიდია

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრ შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმთან.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები განიხილეს.

"აღინიშნა, რომ სავაჭრო-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ზრდის პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა ძალიან დიდია. ამ მხრივ, აქცენტი გაკეთდა ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმებაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ, 8 აპრილს ამოქმედდა.

ითქვა, რომ შეთანხმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თანამშრომლობას საქართველოსა და საემიროებს შორის ინვესტიციების ზრდის მიმართულებით.  როგორც შეხვედრაზე ითქვა,  არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა 800 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

ქართულმა მხარემ დიდი მადლობა გადაუხადა საემიროების ხელმძღვანელობას გულთბილი დახვედრისა და კეთილი დამოკიდებულებისთვის.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ასევე რეფორმებსა და მიღწევებზე, რომელიც ქართულ მხარეს გააჩნია ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. ასევე პოზიტიურად შეფასდა მიღებული გადაწყვეტილება ერთობლივი ეკონომიკური კომიტეტისა და საინვესტიციო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელთა მეშვეობითაც თანამშრომლობა ქვეყნებს შორის ახალ, მნიშვნელოვან საფეხურზე გადავა",-ნათქვამია  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

(NS)

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიტინია პსჟ-სა და არსენალის ჩემპიონთა ლიგის ფინალში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
ზედიზედ მეორედ, ხვიჩა კვარცხელია და პსჟ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია, სხვა რომელმა ქართველმა აღმართა თასი?
პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო
Bloomberg: ქუვეითში, საჰაერო ბაზაზე ირანის სავარაუდო დარტყმის შედეგად რამდენიმე ამერიკელი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics