|
2015-05-21 13:52:50, 814 ნახვა
სამართალი
სახალხო დამცველის შეფასებით, 2014 წლის 4 ივლისს ლევან ბეჟაშვილი კანონის მოთხოვნათა დარღვევით დააკავეს
სახალხო დამცველის შეფასებით, 2014 წლის 4 ივლისს საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან ბეჟაშვილი კანონის მოთხოვნათა დარღვევით დააკავეს. ამის შესახებ ნანუაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე 2014 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. "სახალხო დამცველის შეფასებით, კანონის მოთხოვნათა დარღვევით დააკავეს საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან ბეჟაშვილი 2014 წლის 4 ივლისს.საქმის მასალების მიხედვით, პარლამენტარმა ლევან ბეჟაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაკავებისთანვე განაცხადა, რომ ის პარლამენტის წევრი იყო, თუმცა შსს-ს წარმომადგენლები არაგონვრულად დიდი დროის მანძილზე- 2 საათისა და 10 წუთის განმავლობაში ამოწმებდნენ მის ვინაობას და ამ პერიოდში პარლამენტის წევრი ფაქტობრივად, დაკავებული იყო შსს-ს წამრომადგენლების მიერ.საქართველოს კონსტიტუციით, პარლამენტის წევრის დაკავება, ან დაპატიმრება, მისი ბინის, სამუშაო ადგილის, ან პირადი გაჩხრეკა, მხოლოდ პარლამენტის თანხმობით შეიძლება",-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. ამასთან, ნანუაშვილის თქმით, სახლახო დამცველის აპარატმა საანგარიშო პერიოში 28 წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას პოლიციისა და პენიტენციური სისტემის თანამშრომლების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი არასათანდო მოპყრობისა და სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ სიცოცხლის მოსპობის შემთხვევებზე გამოძიების წარმოების მოთხოვნით. "21 წინადადება შეეხებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა არასათანადო მოპყრობისა და სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე გამოძიების დაწყებას, ხოლო 7 წინადადება ეხებოდა სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ სავარუდო არასათანდო მოპყრობის ეფექტიან გამოძიებას",-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)