02:10 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-10 12:11:37, 2094 ნახვა

მსოფლიო
ნიკი ჰეილი: რუსეთს ხელები სირიელი ბავშვების სისხლში აქვს გასვრილი

გაერო-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ნიკი ჰეილი სირიაში ქიმმიური იარაღის გამოყენებას ეხმაურება, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც ჰეილიმ აღნიშნა, რუსეთს ხელები სირიელი ბავშვების სისხლში აქვს გასვრილი. მისივე თქმით, ამერიკა მომხდარ ფაქტს რეაგირების გარეშე არ დატოვებს.

"გაერო-ს უშიშროების საბჭო ან შესაბამის რეაგირებას მოახდენს ამ ყვეაფერზე, ან დაანახებს მსოფლიოს რომ აბსოლუტურად არ შესწევს უნარი სირიელი ხალხი დაიცვას. ამერიკა ნებისმიერ შემთხვევაში მოახდენს რეაგირებას. ეწვქვეშ არ ვაყენებ სირიაში მომხდარ ფაქტს. მისი ორგანიზატორი უბრალოდ მონსტრია. ამერიკა მზად არის, ამ მონსტრმა, რომელმაც სირიელი ბავშვების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, პასუხი აგებინოს. რუსეთს ხელები სირიელი ბავშვების სისხლში აქვს გასვრილი, ხოლო ირანი დანარჩენ ბინძურ საქმეს აკეთებს", - განაცხადა ნიკი ჰეილიმ.

ცნობისთვის, 8 აპრილს სირიის სახელისუფლო ძალებმა აღმოსავლეთ ღუტაში ტოქსიკური გაზი გამოიყენეს, რასაც ქალაქ დუმაში 70-მდე ადამიანი ემსხვერპლა. აშშ მომხდარზე პასუხისმგებლობას ასადის მოკავშირე რუსეთს აკისრებს, ოფიციალური მოსკოვი კი ბრალდებებს უარყოფს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics