02:11 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-06 12:51:05, 2122 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის სასამართლომ კარლეს პუჩდემონი გირაოს სანცვლოდ გაათავისუფლა

გერმანიის სასამართლომ კატალონიის ყოფილი მეთაური კარლეს პუჩდემონი გირაოს სანცვლოდ გაათავისუფლა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მისი ესპანეთში ექსტრადიციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება გადაიდო.

შესაბამისი გადაწყვეტილება შლეზვიგ-გოლშტეინის მიწის უზენაესმა სასამართლომ მიიღო, რომელიც ექსტრადიციის მოთხოვნას განიხილავს.

მედიის ცნობით, საქმის შემდეგ განხილვამდე პუჩდემონი თავისუფალი იქნება. მან გირაოს სახით 75 000 ევრო უნდა გადაიხადოს.

ესპანეთის პროკურატურა პუჩდემონს სახელმწიფო თანხების გაფლანგვისა და დაუმორჩილებლობას ედავება რის გამოც მას 30 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შეგახსენებთ, პუჩდემონი გერმანიის პოლიციამ დანიის საზღვართან 25 მარტს დააკავა. მანამდე დაპატიმრების საფრთხის გამო მან ფინეთი დატოვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics