02:00 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-02 15:09:52, 2234 ნახვა

მსოფლიო
სერგეი ლავროვი დიპლომატების გაძევებაზე: ეს ბავშვურ თამაშს ჰგავს და მასში ჩაბმას არ ვაპირებთ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეფასებით, "სკრიპალის საქმის" გამო რუსი დიპლომატების გაძევება ბავშვურ თამაშს ჰგავს. ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

როგორც ლავროვმა აღნიშნა, რუსეთი ამ თამაშში ჩაბმას არ აპირებს.

"კითხვებზე პასუხი უნდა გაეცეს და ამ კითხვებს თავს ვეღარ აარიდებენ. ჩვენი ბრიტანელი კოლეგები ბავშვურ თამაშებში არიან ჩაბმული", - განაცხადა ლავროვმა.

კონფლიქტი ბრიტანეთსა და რუსეთს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის პრემიერმა ტერეზა მეიმ ოფიციალური კრემლი, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალის მოწამლვაში და ქიმიური იარაღის "ნოვიჩოკის" გამოყენებაში დაადანაშაულა. თავის მხრივ რუსეთმა ბრალდებები უარყო. რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ტერეზა მეის ბრალდებებს "პოლიტიკური შოუ" უწოდა.

აღნიშნული სკანდალის აგორების შემდეგ დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა ნატოს- და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გამოუცხადეს და რუსი დიპლომატები გააძევეს. ამ დროისთვის სულ 150-მდე რუსი დიპლომატია გაძევებული. საპასუხოდ, კრემლმა ამ დროისთვის 23 ქვეყნის დიპლომატის გაძევების განკარგულება გასცა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics