|
2015-05-20 19:18:08, 458 ნახვა
პოლიტიკა
გიგლა აგულაშვილმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონით განსაზღვრული რეგულაციები განმარტა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რეგულაციები განმარტა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 24 აპრილის N198 ბრძანება - საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სახეობების დამტკიცების შესახებ, მინისტრის განცხადებით არ გაუქმდება. გიგლა აგულაშვილი ყველა დაინტერესებულ მხარეს შეხვედრას და კონსულტაციებს სთავაზობს. 2014 წლის სექტემბერში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში ეს კანონი აწესრიგებს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის: ა) ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებას; ბ) გარემოში ინტროდუქციის აკრძალვას; გ) საბაზრო ქსელში განთავსებას; დ) ტრანსპორტირებასა და ტრანსსასაზღვრო გადაადგილებას. საქართველოს კანონი „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კრძალავს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების კულტივირებას/დათესვას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონის IV თავის 18-ე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულია, რომ „ გენმოდიფიცირებული ორგანიზმის საბაზრო ქსელში განთავსება არ საჭიროებს სპეციალურ ნებართვას/ლიცენზიას და ნებადართულია, თუ იგი მიეკუთვნება მინისტრის ბრძანებით საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმის სახეობას“. 2015 წლის 24 აპრილის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №198 „საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სახეობების დამტკიცების შესახებ“ მიზნად ისახავს გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სახეობების დამტკიცებას, რომლებიც ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე ბაზარზე განთავსებისათვის (არა კულტივირებისთვის). საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბერის №727 დადგენილების „საქართველოს ტერიტორიაზე ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებული და საბაზრო ქსელში განთავსებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგისტრაციის განსაკუთრებული წესის დამტკიცების შესახებ“ მე-3 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულია „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის რეგისტრაცია საბაზრო ქსელში განთავსებისთვის ხდება: ა) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის რეგისტრაციის აღიარებითი რეჟიმით“. მთავრობის დადგენილების თანახმად ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგისტრაციის აღიარებითი რეჟიმი ნიშნავს საბაზრო ქსელში განთავსებისათვის ერთიან რეესტრში, ევროკავშირის ტერიტორიაზე დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების პირდაპირ რეგისტრაციას. ევროპის კავშირის ტერიტორიაზე ავტორიზებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ნუსხის ხილვა შესაძლებელია ევროკომისიის ოფიციალურ გვერდზე: http://ec.europa.eu/food/dyna/gm_register/index_en.cfm ევროპის კავშირის ტერიტორიაზე ავტორიზებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმები ავტორიზაციამდე გადიან მკაცრ შემოწმებას ევროპის სურსათის უვნებლობის სამსახურიი (EFSA) მიერ, შესაბამისად ამ ორგანიზმების მხრიდან მომდინარე საფრთხე მინიმუმამდეა დაყვანილი.
მათში გამჯდარია და გარანტია აქვთ დაუსჯელობის სინდრომის - სამუშია პოლიციელებზე
კობახიძე: ვნახე კადრები, შესაბამის უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება
ქართული ოცნების პოლიტიკის გარდაუვალი შედეგია – თავისუფლების მოედანი გორში მომხდარზე
მეუფე ზენონი: პოლიციელების მსგავსი ქმედებები მხოლოდ ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ არის - ეს ტოვებს ყველაზე დამთრგუნველ კვალს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)