18:19 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-30 11:56:44, 1325 ნახვა

სამხედრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთიში გაემგზავრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, დელეგაციის წევრებთან ერთად თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. 

ვიზიტის პირველ დღეს ლევან იზორია თურქ კოლეგასთან ნურეთინ ჯანიქლისთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი ქალაქ ანკარაში თურქეთის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში გაიმართება. 

საქართველოსა და თურქეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხების განხილვის შემდეგ, მინისტრები შეხვედრას გაფართოებულ ფორმატში გააგრძელებენ.

ვიზიტის მეორე დღეს, ქალაქ გირესუნში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების სამმხრივი მინისტერიალი გაიმართება. ლევან იზორია, ნურეთინ ჯანიქლი და გენერალ-პოლკოვნიკი ზაქირ ჰასანოვი რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს, სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში არსებულ და სამომავლო გეგმებს განიხილავენ. 

სამმხრივი მინისტერიალი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერით დასრულდება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: აშშ-ის სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics