|
2018-03-29 13:43:01, 671 ნახვა
რეგიონი
აჭარა უკრაინელი ვიზიტორების ყურადღების ცენტრში მოექცა
აჭარის ტურისტული პოტენციალი უკრაინელი ვიზიტორების ყურადღების ცენტრშია. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს კიევის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგენს. დეპარტამენტი გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მონაწილეობს. კიევის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში 300-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია 30-ზე მეტი ქვეყნიდან მონაწილეობს. საქართველოს სტენდთან ვიზიტორებს საშუალება აქვთ დეტალური ინფორმაცია მიიღონ საქართველოსა და მის რეგიონებში მოგზაურობის შესახებ, დააგემოვნონ ქართული ღვინო, ჩურჩხელა და ყველი. გამოფენის ფარგლებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა არაერთი შეხვედრა გამართეს ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან. უკრაინა ქვეყნისთვის ერთ-ერთ აქტიურ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, საიდანაც საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. გამოფენა 27 მარტს გაიხსნა და 30 მარტს დასრულდება. "კიევის ტურისტული გამოფენა მნიშვნელოვანი ღონისძიებაა აჭარისთვის. აქ ჩვენი ტურისტული პროდუქტები დიდი პოპულარობით სარგებლობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები კი ხელს უწყობს ამ დადებითი დინამიკის შენარჩუნებას. ჩვენ ვმართავთ საქმიან შეხვედრებს ტურისტული თუ სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან, რათა კიდევ უფრო გავზარდოთ ინტერესი ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის მიმართ. გასულ წელს, ქვეყანას 193, 127 უკრაინელი მოგზაური სტუმრობდა, რაც 10.4% აღემატება 2016 წლის მონაცემებს. წელს კი არსებული მონაცემების გაუმჯობესებას ველოდებით." განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების სამსახურის უფროსმა მიხეილ კოპლატაძემ.
(NS)
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)