|
2015-05-19 18:28:08, 423 ნახვა
საზოგადოება
ლიდერბეთმა ფეხბურთელ თენგიზ სულაქველიძის საღამო მოაწყო
ონლაინ ტოტალიზატორმა და კაზინო „ლიდერბეთმა“ პროექტ „ქართული სპორტის ლიდერების“ ფარგლებში, ქართველ ფეხბურთელ, თენგიზ სულაქველიძეს უმასპინძლა. შეხვედრა 19 მაისს, 14:00 საათზე „ლიდერბეთის“ ცენტრალურ ფილიალში გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ სპორტის ფედერაციის წარმომადგენლები, სპორტსმენები და თენგიზ სულაქველიძის მეგობრები. საღამოზე დამსწრე საზოგადოებამ ფეხბურთელის წარმატებული კარიერა გაიხსენა ვიდეო-ფირებისა და ფოტოების საშუალებით. თენგიზ სულაქველიძე - ნახევარმცველი, მცველი. თამაშობდა ქუთაისის “ტორპედოში” (1974-78), თბილისის “დინამოსა” (1978-88) და “ჰოლმსუნდში” (შვედეთი). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 49 მატჩი (2 გოლი). ევროპის ჩემპიონატის მეორე (1988) და ოლიმპიური თამაშების მესამე (1980) პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე (1982).სსრკ უმაღლეს ლიგაში ითამაშა 279 მატჩი (21 გოლი). სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1981). სსრკ თასის მფლობელი (1979) და ფინალისტი (1980). იყო საქართველოს 16- და 17-წლამდელთა ნაკრები გუნდების მთავარი მწვრთნელი (1994-95, 2000). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. ღირსების ორდენის კავალერი. თენგიზ სულაქველიძე დაიბადა 1956 წლის 23 ივლისს, ქალაქ ქუთაისში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)