21:19 - 30 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-21 11:36:32, 1573 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მომხმარებლები „თეგეტაში“ 5-ჯერ მეტ PLUS-ებს დააგროვებენ

„საქართველოს ბანკმა“ კომპანია „თეგეტასთან“ ერთგული მომხარებლებისთვის აქცია დაიწყო.

საქართველოს ბანკის მომხმარებელს, ვინც ჩართულია ურთიერთობის პროგრამა PLUS-ში, შესაძლებლობა აქვს დააგროვოს გა-5-მაგებული PLUS-ები. ამისათვის, საკმარისია მომხმარებელმა ისარგებლოს თეგეტას სერვისით, ხოლო ანგარიშსწორება განახორციელოს საქართველოს ბანკის ნებისმიერი პლასტიკური ბარათით.  მათ, ვინც ანგარიშსწორებას განახორციელებს ნაღდი ფულით, დახარჯულ ერთ ლარზე, ერთი PLUS ქულა დაერიცხება. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელი დაგროვილი PLUS-ებით შეძლებს თეგეტაში სასურველი მომსახურების ან პროდუქტის შეძენას.

ურთიერთობის პროგრამა PLUS-ი სპეციალურად საქართველოს ბანკის ერთგული მომხმარებლებისთვის შეიქმნა და პროდუქტებთან ერთად  ბევრ ბენეფიტსა და პლუსებს მოიცავს. საქართველოს ბანკის  სადებეტო თუ საკრედიტო ბარათის და PLUS  ბარათის გამოყენებით მომხმარებელი აგროვებს PLUS-ებს, რომელთა გადაცვლაც შესაძლებელია: PLUS კატალოგის განსაკუთრებულ საჩუქრებზე - სხვადასხვა პროდუქტსა და მომსახურებაზე; უფასო მგზავრობაზე; ინტერნეტბანკისა და საქართველოს ბანკის გადახდის აპარატის გამოყენებით კომუნალური მომსახურების, მობილურის, სახლის ტელეფონის, ინტერნეტისა და საკაბელო ტელევიზიის ბალანსზე; ბენზინგასამართ სადგურში საწვავზე; სუპერმარკეტსა და აფთიაქში სხვადასხვა პროდუქციაზე; სწრაფი კვების ობიექტში სასურველ პროდუქტზე.  ურთიერთობის პროგრამაში ჩასართავად მომხმარებელი უნდა ეწვიოს საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრს და სრულიად უფასოდ ჩაერთოს PLUS-ის პროგრამაში. დაგროვილი PLUS-ების შესამოწმებლად საკმარისია მომხმარებელმა აკრიფოს SMS ტექსტი – PLUS და გაგზავნოს ნომერზე – 4444.

დამატებითი ინფორმაცია ურთიერთობის პროგრამა PLUS-ის შესახებ იხილეთ: plus.ge 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარტვილში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 1
გერმანია ნატოსა და ევროკავშირთან ერთად რუმინეთში რუსული დრონის გამო „ერთობლივ პასუხს“ დაჰპირდა
ზელენსკი: რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის კიდევ ერთი ობიექტი გახდა სამიზნე
უკრაინამ ორი Tu-142 სადაზვერვო თვითმფრინავი, „ისკანდერის“ სარაკეტო სისტემა და ორი ნავთობსაწყობი გაანადგურა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics