00:36 - 29 May, 2026
|
2018-03-19 11:06:20, 1907 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი ნარკომოვაჭრეების სიკვდილით დასჯას ითხოვს
აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დღეს, ოპიოიდურ კრიზისთან ბრძოლის გეგმას წარადგენს. ამის შესახებ შიდა პოლიტიკის საკითხებში თეთრი სახლის საბჭოს დირექტორმა ენდრიუ ბრემბერგმა განაცხადა. ბრემბერგის თქმით, დოკუმენტში ნარკომოვაჭრეების სიკვდილით დასჯის ინიციატივაც შედის. "იუსტიციის სამინისტრო შეეცდება, სიკვდილით დასჯის დაწესებას მიაღწიოს", - განაცხადა ბრემბერგმა. აშშ-ს პრეზიდენტმა, ოპიოდების გავრცელების გამო, ჯანდაცვაში საგანგებო მდგომარეობა ჯერ კიდევ გასულ წელს გამოაცხადა. პრეზიდენტის თქმით, აშშ ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანების რიცხვით მსოფლიოში ლიდერობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)