00:24 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-15 14:40:01, 1982 ნახვა

მსოფლიო
ლავროვი: სკრიპალთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის ბრალდებები აღმაშფოთებელია

სერგეი სკრიპალთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის ბრალდებები აღმაშფოთებელია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მან ევროსაბჭოსთან მომავალ ურთიერთობებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რუსეთი მზადაა, ბრიუსელთან პარტნიორული ურთიერთობა აღადგინოს.

„რუსეთი მზადაა თანამშრომლობისთვის, თუმცა ეს მაშინ მოხდება, როცა ევროპის ქვეყნებს ინტერესი დაეკარგებათ ამერიკის რუსოფობიური პოლიტიკის მიმართ, რომელშიც სანქციები და პროვოკაციები შედის“,- განაცხადა ლავროვმა.

მანვე აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის დამოკიდებულება, ყოველგვარი ელემენტარული ურთიერთობის საზღვარს სცდება.

„ბრიტანეთის ბრალდებები აღმაშფოთებელია. მათი დამოკიდებულება ელემენტარული დიპლომატიური ურთიერთობების საზღვრებს სცდება. ჩვენ მშვიდად ვუპასუხებთ ამ ნაბიჯს, რადგან ჩვენ გვინდა ყველასთან საუბარი და პრობლემების მშვიდად მოგვარება. ჩვენ ამას გავაკეთებთ პატივისცემით, ყოველგვარი მასობრივი ისტერიის გარეშე“,- აღნიშნა ლავროვმა.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის მოწამვლაში კრემლი დაადანაშაულა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, პრემიერის თქმით, ბრიტანეთი რუსეთთან უმაღლეს დონეზე ყველანაირ კონტაქტს წყვეტს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics