19:37 - 30 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-13 15:10:12, 1936 ნახვა

ეკონომიკა
სოციალური მომსახურების სააგენტოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ზაზა სოფრომაძემ და „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან თხელიძემ ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის ფარგლებში, ლიბერთი ბანკი, 1 წლის განმავლობაში (2018 წლის 01 იანვრიდან - 2018 წლის 31 დეკემბრის  ჩათვლით) საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ 40-ზე მეტ მცირე საოჯახო ტიპის სახლის (35) და მიუსაფართა თავშესაფრის (6) მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურის სრულ ანაზღაურებას უზრუნველყოფს.  აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ბანკმა ამ მიმართულებით საკმაოდ სოლიდური სახსრები გაიღო.

„ლიბერთი ბანკისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლობა, ვფიქრობ, საუკეთესო მაგალითია კერძო  სექტორის და სახელმწიფო უწყების  თანამშრომლობისა. უკვე მესამე წელია ლიბერთი ბანკი მცირე საოჯახო სახლებისა და მიუსაფართა თავშესაფრების კომუნალურ ხარჯებს ანაზღაურებს, რაც დიდი დახმარებაა იქ მცხოვრები ბავშვებისა და თავად სერვის–პროვაიდერებისათვის. გამოთავისუფლებული თანხა საშუალებას მოგვცემს  40 მცირე საოჯახო ტიპის სახლსა და მიუსაფართა თავშესაფარში კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ სერვისები   და ვიზრუნოთ  ბავშვთა განვითარებაზე. მადლობა ლიბერთი ბანკს გამოჩენილი სოციალური პასუხისმგებლობისათვის", – აღნიშნა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, ზაზა სოფრომაძემ.

,,ლიბერთი ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში 2018 წელსაც ვაგრძელებთ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობას. ამ პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებულ პრიორიტეტს ვანიჭებთ იმ პროექტებს, რომლებიც კერძო სექტორიდან მხარდაჭერას და მატერიალურ თანადგომას საჭიროებენ - ჩვენ ვართ იქ სადაც ყველაზე მეტად ვჭირდებით“, - აღნიშნა ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.

 

(R)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გერმანია ნატოსა და ევროკავშირთან ერთად რუმინეთში რუსული დრონის გამო „ერთობლივ პასუხს“ დაჰპირდა
ზელენსკი: რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის კიდევ ერთი ობიექტი გახდა სამიზნე
უკრაინამ ორი Tu-142 სადაზვერვო თვითმფრინავი, „ისკანდერის“ სარაკეტო სისტემა და ორი ნავთობსაწყობი გაანადგურა
სუს-მა აგვისტოს ომის დროს ჩაცხრილული ჟურნალისტის ძმა, ირაკლი ჩიხლაძე დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics