00:11 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-12 14:59:04, 2538 ნახვა

მსოფლიო
კატმანდუს საერთაშორისო აეროპორტთან თვითმფრინავი ჩამოვარდა

ნეპალში, კატმანდუს საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს ბანგლადეშური კერძო ავიაკომპანიის US-Bangla-ს თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა.

„რია ნოვოსტის“ ცნობით,  თვითმფრინავი დაშვებისას ასაფრენ ბილიკზე ვერ დაჯდა და აეროპორტის სიახლოვეს არსებულ ფეხბურთის მოედანზე ჩამოვარდა. ჩამოვარდნიდან მალევე კი თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა.

წინასწარი მონაცემებით,  თვითმფრინავიდან 17 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

აეროპორტის ხელმძღვანელობაში ამბობენ, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი შესაძლოა, ტექნიკური გაუმართაობა გახდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics