|
2015-05-18 16:05:40, 402 ნახვა
საზოგადოება
ყატარის დელეგაცია სერვისების განვითარების სააგენტოს რეფორმებს გაეცნო
ყატარის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია, დღეს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, იუსტიციის სახლის, საჯარო რეესტრისა და მონაცემთა გაცვლის სააგენტოების საქმიანობას გაეცნო. სააგენტოს ინფორმაციით, დელეგაციის მიზანი იყო გაცნობოდნენ საქართველოში დანერგილ სახელმწიფო სერვისების მოდელს და იმ მომსახურებებს, რასაც იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციები მოქალაქეებსა და ბიზნეს სექტორს სთავაზობს. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებს საშუალება მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ იუსტიციის სახლის მიერ ორგანიზებულ ტურში, რათა უკეთესად გაცნობოდნენ სერვისების გაცემის პროცესს. ამავე დელეგაციის წევრებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, იუსტიციის სახლისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა პრეზენტაციები წარუდგინეს, მომსახურებებთან და ზოგადად სერვისების მიწოდების სფეროში დანერგილ მოდელთან დაკავშირებით. ყატარის იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის წევრები, 19 მაისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის საზოგადოებრივ ცენტრს ეწვევიან. ქართული მხარე სტუმრებს საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფციასა და მუშაობის სპეციფიკას გააცნობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)