17:14 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-18 12:13:52, 479 ნახვა

საზოგადოება
თამარაშვილის ქუჩის მცხოვრებლები საკრებულოსთან ხეების მოჭრას აპროტესტებენ

თამარაშვილის ქუჩის მცხოვრებლები საკრებულოსთან ხეების მოჭრას და მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებენ.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თამარაშვილის ქუჩის მაცხოვრებელმა მაია საღიშვილმა განუცხადა, ამ გზით ისინი ცდილობენ პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს ხმა მიაწვდინონ.

„მწვანე ნარგავების გაკაფვას ვაპროტესტებთ, ვითხოვთ, რომ პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა დეველოპერებისგან დაგვიცვან. მერიას ხმა ვერანაირად ვერ მივაწვდინეთ. არ შეიძლება ქალაქში ამდენი უსახური შენობა. სუნთქვა შეუძლებელია, განსაკუთრებით პირველ და მეორე სართულებზე. ვაპროტესტებთ მშენებლობას თამარაშვილის 13 ნოემრში და ასევე ხეების მოჭრას. დეველოპერები აპირებენ, რომ 40 სართულიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყონ. ჩვენ ვიქნებით ამ კორპუსებს შუა მოაქცეული ყოველგვარი მწვანე საფარის გარეშე“, - განაცხადა მაია საღიშვილმა.

აქციაზე დაახლოებით 50 ადამიანია შეკრებილი. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics