|
2015-05-17 11:33:55, 408 ნახვა
საზოგადოება
მრგვალ ბაღში შეკრებილები 17 მაისთან დაკავშირებით ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას ითხოვენ
არასამთავრობო ორგანიზაციები მრგვალ ბაღში აქციას მართავენ, რომელიც 17 მაისზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, სახელმწიფომ სერიოზული სიგნალი მიიღო იმისათვის, რომ ადამიანის უფლებების დაცვა პრიორიტეტი გამხდარიყო. როგორც "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, აქციის მონაწილეებს გამოტანილი აქვთ შემდეგი შინაარსის პლაკატები: "დემოკრატია მრავალფეროვნების გულწრფელ აღიარებასა და პატივისცემას გულისხმობს", "ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას მოვითხოვთ", "ლგბტ თემი საქართველოში თავს დაცულად არ გრძნობს."სახელმწიფომ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და ღირებულებებს პატივი უნდა სცეს". ადგილზე ასობით პოლიციელია მობილიზებული. მრგვალი ბაღის მიმდებარე ტერიტორია სამართალდამცველებს აქვთ შემოსაზღვრული. ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 2012 წლის 17 მაისის საქმეზე "იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლომ დაადგინა, რომ უმრავლსობის მიერ დაირღვა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მესამე მუხლი ( არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა) მეთოთხმეტე მუხლთან ერთად (დისკრიმინაციის აკრძალვა), ასევე, დაირღვა მეთერთმეტე მუხლი (შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება) მეთოთხმეტე მუხლთან მიმართებაში. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს განმცხადებლების მიმართ ზარალის ანაზღაურება დაეკისრა. 13 პირს და 1 არასამთავრობო ორგანიზაციას სახელმწიფომ 1500-დან 4000-მდე ევრო უნდა აუნაზღაუროს. კერძოდ, 13 პირს ჯამში 32 000, "იდენტობას" კი, 1 500 ევრო უნდა აუნაზღაურონ. ჯამში საქართველომ განმცხადებლებს 33 500 ევრო უნდა გადაუხადოს. განაჩენის გამოტანის დღიდან ანაზღაურება დაზარალებულებისთვის 3 თვის ვადაში უნდა გადაეცეთ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას 7 მოსამართლიდან 6-მა დაუჭირა მხარი.
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
სვეტლანა ტიხანოვსკაია- ბელარუსებსა და ქართველებს ერთი და იგივე ხედვა აქვთ: იცხოვრონ როგორც თავისუფალმა, სუვერენულმა ევროპულმა ერებმა
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველო მისალოც წერილებს იღებს - განახლებადი
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)