18:07 - 30 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-01 12:03:39, 2325 ნახვა

ეკონომიკა
კორეული კორპორაცია „SKE&C“ საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსხვილი კორეული კორპორაციის "SKE&C"-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტსა და რეგიონალურ მმართველ დირექტორს სეუნგ სუ ლის და მის თანმხლებ პირებს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე კორეელმა სტუმარმა გამოხატა ინტერესი საქართველოს ეკონომიკის ცალკეული სექტორების მიმართ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის დაწყებაზე ენერგეტიკის, კერძოდ კი, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის მიმართულებით.

გარდა ამისა, კორეული მხარე დაინტერესდა საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით, რომელიც მთელ რიგ ბაზრებზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის შეღავათიანი პირობებით ექსპორტის შესაძლებლობას იძლევა. გამოითქვა მოსაზრება, რომ კორეული მხარე შეისწავლის ამ შესაძლებლობას საქართველოში წარმოების გახსნის მიმართულებით.

კიდევ ერთი სექტორი, რომლის მიმართაც კორეული კორპორაციის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს, სასტუმრო ინდუსტრიაა.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ კორეულ მხარესთან თანამშრომლობა სამომავლოდ სამუშაო რეჟიმში გაგრძელდება.

შეხვედრას ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი დაესწრო.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ორი Tu-142 სადაზვერვო თვითმფრინავი, „ისკანდერის“ სარაკეტო სისტემა და ორი ნავთობსაწყობი გაანადგურა
სუს-მა აგვისტოს ომის დროს ჩაცხრილული ჟურნალისტის ძმა, ირაკლი ჩიხლაძე დააკავა
სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა
გეგელია -„ოცნების“ დროს ქვეყანა რუსეთზე ბევრად უფრო დამოკიდებული გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics