23:43 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-28 17:03:22, 2566 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ში, სამხედრო ბაზაზე, საეჭვო კონვერტის გახსნის შემდეგ 11 ადამიანი შეუძლოდ გახდა

აშშ-ში, ვირჯინიაში,  ამერიკელმა სამხედროებმა საეჭვო კონვერტი  მიიღეს. ინციდენტი არლინგტონის Fort Myer-Henderson-ის სამხედრო ბაზაზე მოხდა.

კონვერტის გახსნის შემდეგ 11 ადამიანი შეუძლოდ გახდა.

CNN-ის ინფორმაციით, სამი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის მათი მდგომარეობა სტაბილურია.

კონვერტის  გახსნის შემდეგ ბაზის რამდენიმე თანამშრომელს ხელებსა და სახეზე წვის შეგრძნება ჰქონდა, ერთ მათგანს ცხვირიდან სისხლდენაც დაეწყო.  შემთხვევის გამო, შენობაში ევაკუაცია გამოცხადდა.  მიმდინარეობს გამოძიება.

მანამდე, მსგავსი კონვერტი დონალდ ტრამპის შვილმა მიიღო თუმცა კონვერტი მისმა მეუღლემ ვანესა ტრამპმა გახსა,  ის შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ასევე, საეჭვო კონვერტები, მეგან მარკლისა და პრინც ჰარის, WikiLeaks-ის დამფუძნებელ, ჯულიან ასანჟის და ბარაკ ობამას ოფისსაც გაუგზავნეს.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics