16:41 - 30 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-21 13:24:27, 1712 ნახვა

ეკონომიკა
იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმებიდან 90 დღეში ავტომობილის რეექსპორტის შემთხვევაში, გადახდილი აქციზის 100% ანაზღაურდება

იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში  ავტომობილის რეექსპორტის შემთხვევაში,  პირს 50%-ის ნაცვლად,  გადახდილი აქციზის 100% აუნაზღაურდება.

შესაბამისი ინიციატივა ფინანსთა მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.

"ალბათ იცით, რომ გასულ წელს კარგი სტატისტიკა დაგვიფიქსირდა მანქანების რეექსპორტის თვალსაზრისით. ძალიან ბევრი ადამიანია დაკავებული ამ საქმიანობით. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო გავამარტივოთ და ხელი შევუწყოთ აღნიშნულ სექტორს. გვაქვს ინიციატივა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალება, იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში გაფორმდება საექსპორტო რეჟიმში, ანუ მოხდება ავტომობილის რეექსპორტი, იმპორტის სასაქონლო ოპერაციიდან 15 დღეში ავუნაზღაურებთ გადახდილი აქციზის 100%-ს. აქამდე ჩვენ 50%-ს ვანაზღაურებდით. ეს არის მნიშნელოვანი ცვლილება, რაც აძლიერებს საქართველოს პოზიციებს ამ ბიზნესსექტორში. ძალიან ბევრი ადამიანია ამ სფეროში დასაქმებული და ვფიქრობთ, აღნიშნული ინიციატივის შედეგად, კიდევ უფრო გაიზრდება ამ დარგში ჩვენი მეწარმეების კონკურენტუნარიანობა", - განაცხადა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ორი Tu-142 სადაზვერვო თვითმფრინავი, „ისკანდერის“ სარაკეტო სისტემა და ორი ნავთობსაწყობი გაანადგურა
სუს-მა აგვისტოს ომის დროს ჩაცხრილული ჟურნალისტის ძმა, ირაკლი ჩიხლაძე დააკავა
სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა
გეგელია -„ოცნების“ დროს ქვეყანა რუსეთზე ბევრად უფრო დამოკიდებული გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics