16:41 - 30 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-21 11:33:45, 1713 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილმა თურქ კოლეგასთან ევროპისა და აზიის ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო მაგისტრალების განვითარების ინიციატივა დააყენა

„საქართველოს და თურქეთის ტერიტორიების გავლით, ევროპისა და აზიის ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო მაგისტრალების განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის დღის წესრიგში", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საკითხთა და კომუნიკაციების მინისტრთან აჰმეთ არსლანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომლის დროსაც მან თურქულ მხარესთან აღნიშნული ინიციატივა დააყენა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეს იქნება უმოკლესი გზა, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს ჩინეთიდან გერმანიამდე მდებარე ევროპისა და აზიის სახელმწიფოებს, რაც დიდ ეკონომიკურ და სოციალურ სარგებელს მოუტანს არამარტო ჩვენს სახელმწიფოებს, არამედ მასში ჩართულ ყველა სახელმწიფოებსაც.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ორი Tu-142 სადაზვერვო თვითმფრინავი, „ისკანდერის“ სარაკეტო სისტემა და ორი ნავთობსაწყობი გაანადგურა
სუს-მა აგვისტოს ომის დროს ჩაცხრილული ჟურნალისტის ძმა, ირაკლი ჩიხლაძე დააკავა
სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა
გეგელია -„ოცნების“ დროს ქვეყანა რუსეთზე ბევრად უფრო დამოკიდებული გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics