23:18 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-18 11:56:40, 2239 ნახვა

მსოფლიო
ფლორიდაში სტუდენტებმა იარაღზე კონტროლის გამკაცრება მოითხოვეს

ფლორიდაში სტუდენტებმა იარაღზე კონტროლის გამკაცრება მოითხოვეს.

აღსანიშნავია, რომ საპროტესტო აქციაში ის მოზარდებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც ფლორიდის სკოლაზე თავდასხმას გადაურჩნენ. “სირცხვილია” – სკანდირებდნენ დემონსტრანტები.

ახალგაზრდებმა აშშ-ის პრეზიდენტი და სხვა პოლიტიკოსები “მსროლელთა ეროვნული ასოციაციისგან”  შემოწირულობის მიღების გამო მკაცრად გააკრიტიკეს.

აშშ-ის პრეზიდენტი აქციის მონაწილეებს Twitter-ით გამოეხმაურა და იარაღზე კონტროლის გამკაცრების შესახებ კანონის მიღების გაჭიანურებაში დემოკრატები დაადანაშაულა.

პარკლენდის სკოლაში სროლას 17 სტუდენტი ემსხვერპლა. დამნაშავე 19 წლის ნიკოლას კრუზმა  თავდასხმის მოწყობა აღიარა. ის ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლეა.

ფლორიდის გუბერნატორმა FBI-ს ხელმძღვანელს გადადგომისკენ მოუწოდა, რადგან FBI-ის დირექტორს კრისტოფერ რეის, არასრულწლოვან ნიკოლას კრუზის ზრახვების შესახებ, თავდასხმა მოეწყო სკოლაზე, ინფორმაცია ჰქონდა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics