15:54 - 30 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-15 12:03:24, 1602 ნახვა

ეკონომიკა
ISET-ის ლიდერებისა და მენეჯერების სასერტიფიკატო პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო

ISET იწყებს მიღებას ლიდერებისა და მენეჯერების სასერტიფიკატო პროგრამაზე „Executive Leadership". ინგლისურენოვანი პროგრამა იმ მენეჯერებისა დამეწარმეებისთვისაა განკუთვნილი, რომელთაც კარიერული წინსვლა და საკუთრი პროფესიული წრის გაფართოება სურთ.

პროგრამა 4 თვე გრძელდება და 4 თემატურ მოდულს აერთიანებს: ეკონომიკა; ფინანსები; მარკეტინგი; სტრატეგიული მართვა და ლიდერობა.

პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია, როგორც ოთხივე, ისე ცალკეული მოდულის არჩევა. „სტრატეგიული მართვისა და ლიდერობის" მოდული მარტში ჩატარდება. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 25 თებერვალი.

პროგრამით გათვალისწინებულ სალექციო კურსებს სხვადასხვა დარგის წამყვანი სპეციალისტები გაუძღვებიან, მათ შორის თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ნიკა ქურდიანი და თიბისი ბანკის მარკეტინგის ხელმძღვანელი, ნინო ეგაძე.

პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები იმ უნარებს და თეორიულ თუ პრაქტიკულ ცოდნას შეიძენენ, რაც თანამედროვე ლიდერს გუნდის, კომპანიის ან ბიზნესის მართვისთვის სჭირდება.

მოდულზე დასარეგისტრირებლად დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე და სამოტივაციო წერილი უნდა გაგზავნონ შემდეგ მისამართზე: ExecutiveLeadership@iset.ge

პროგრამის ღირებულების ან მოდულების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ISET-ის ვებ-გვერდზე.

პროგრამის მხარდამჭერია თიბისი ბანკი.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს-მა აგვისტოს ომის დროს ჩაცხრილული ჟურნალისტის ძმა, ირაკლი ჩიხლაძე დააკავა
სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა
გეგელია -„ოცნების“ დროს ქვეყანა რუსეთზე ბევრად უფრო დამოკიდებული გახდა
გარდაცვლილი ინდოელი სტუდენტის მშობლები, მასზე ძალადობასა და შანტაჟზე საუბრობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics