02:30 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-15 11:12:32, 1557 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: საქართველოს განვითარების დღის წესრიგისადმი აშშ-ის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დადასტურდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის აშშ-ში ვიზიტს გამოეხმაურა და მას ძალიან წარმატებული უწოდა.

კვირიკაშვილის თქმით, ვიზიტის ფარგლებში კიდევ ერთხელ დადასტურდა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს განვითარების დღის წესრიგის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი:

"მინდა გამოვეხმაურო პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს აშშ-ში. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშნელოვანი და წარმატებული ვიზიტი იყო. პარლამენტის სპიკერი შეხვდა პოლ რაიანს, წარმოადგენელთა პალატის სპიკერს, ასევე არაერთ კონგრესმენს და ჰქონდა საინტერესო გამოსვლა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში. კიდევ ერთხელ დადასტურდა მყარი მხარდაჭერა აშშ-ის საქართველოს განვითარების დღის წესრიგისადმი, ასევე ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა შეხვედრაზე იყო საუბარი იმ პოზიტიურ ძვრებზე, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, რაც აუცილებელია ჩვენმა მეგობრებმა, როგორც უმნიშნელოვანესმა მონაწილეებმა ამ პროგრესის, იცოდნენ და ადასტურებდნენ საქართველოში მიმდინარე რეფორმების წარმატებას", - განაცხადა კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო განზომილებას უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics