22:37 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-09 15:22:49, 2431 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის იუსტიციის მინისტრი სააკაშვილის ექსტრადირებაზე: ამ ეტაპზე არანაირი წინაღობა არ არსებობს

უკრაინის იუსტიციის მინისტრის პაველ პეტრენკოს ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების პროცედურის გასაგრძელებლად არანაირი წინაღობა არ არსებობს, - ამის შესახებ 112.UA იუწყება.

როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, უწყება პროკურატურისგან საექსტრადიციო შემოწმების დასრულებას ელოდება.

„ამ ეტაპისთვის არანაირი სამართლებრივი დაბრკოლება არ არის ექსტრადირების პროცესის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ჩვენ ქართული მხარისგან მიღებული გვაქვს საექსტრადიციო მოთხოვნა. ვიმოქმედებთ მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში.  ახლა ველოდებით პროკურატურისგან საექსტრადიციო შემოწმების დასრულებას, რათა აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ“, - განაცხადა პაველ პეტრენკომ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics