22:28 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-07 13:43:08, 2505 ნახვა

მსოფლიო
ანგელა მერკელისა და მარტინ შულცის პარტიები 4-თვიანი მუშაობის შემდეგ, კოალიციაზე შეთანხმდნენ

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის  "კონსერვატორებსა" და მარტინ შულცის "სოციალ-დემოკრატებს" შორის კოალიციური  მთავრობის შექმნაზე შეთანხმება მიღწეულია, - ამის შესახებ Spiegel იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, შეთანხმებას კოალიციური მთავრობის შექმნაზე პოლიტიკოსებმა დღეს ბერლინში მიაღწიეს. მარტინ შულცის პარტია საგარეო საქმეთა, ფინანსთა და შრომის სამინისტროებს უხელმძღვანელებს.

ბუნდესტაგის არჩევნების შემდეგ გერმანიაში მთავრობის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების შედეგად მერკელის ბლოკმა გაიმარჯვა, თუმცა კაბინეტის დამოუკიდებლად ჩამოყალიბებისთვის საჭირო მანდატები ვერ მიიღო. გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები 24 სექტემბერს ჩატარდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics