22:28 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-07 12:04:43, 2433 ნახვა

მსოფლიო
პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნებზე შესაძლოა ხმა ანექსირებულ ყირიმში მისცეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა შესაძლოა ანექსირებულ ყირიმში გახსნილ ე.წ. საარჩევნო უბანზე მისცეს, - ამის შესახებ korrespondent იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი იღებს. მან შესაძლოა ხმა სევასტოპოლში გახსნილ ერთ-ერთ "საარჩევნო უბანზე" მისცეს.

მედიის ცნობით, ხმის მისაცემად პრეზიდენტი არჩევს ისეთ რეგიონს, სადაც ამომჩეველთა აქტივობასთან დაკავშირებით შესაძლოა, პრობლემები შეიქმნას. 

წინა საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინი არჩევანს ყოველთვის მოსკოვის საარჩევნო უბანზე აკეთებდა. თუმცა 2017 წელს მიღებული ცვლილებების შედეგად, რომელიც ხმის მიცემას ამარტივებს, მას შეუძლია ხმა დააფიქსიროს იქ სადაც ჩაწერილი არ არის. 

აღსანიშნავია, რომ 18 მარტი, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი, ყირიმის ანექსიის დღეა. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics