|
2015-05-14 13:01:28, 787 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოში ეკონომიკური ზრდა შენარჩუნებულია
„საქართველოში ეკონომიკური ზრდა შენარჩუნებულია და გაუმჯობესებულია ბიზნეს გარემო“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა EBRD-ის ყოველწლიური შეხვდრის ცერემონიაზე განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, რეგიონში შექმნილმა ვითარებამ უარყოფითი გავლენა მოახდინა, თუმცა საქართველომ შეძლო ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება. „საქართველო არის ყველაზე ღია ქვეყანა ყველაზე მარტივი საგადასახადო სიტემით და დაბალი გადასახადებით. ჩვენ სულ ექვსი ტიპის გადასახადი გვაქვს, საერთოდ არ გვაქვს სოციალური გადასახადი. ჩვენ გავაუქმეთ იმპორტის გადასახადი საქონლის თითქმის 85%-ზე, ხოლო დანარჩენზე გვაქვს 5 ან 12%-იანი განაკვეთი. ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივი საგადასახაო საბაჟო პროცედურები და ყოველივე ამას ადასუტრებს ის საერთაშორისო რეიტინგები, რომლებშიც საქართველოს აქვს წამყვანი პოზიციები“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა მსოფლიოში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგებზე ისაუბრა. „მსოფლიო ბანკის შეფასებით, ბიზნესის კეთების რეიტინგში მსოფლიოში მე- 15 ადგილი უკავია ჩვენს ქვეყანას. ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში მე-8 ადგილი, ზედიზედ 4 წლის განმავლობაში საკუთრივ რეგისტრაციის თვალსაზრისით საქართველო პირველ ადგილზე იყო მთელ მსოფლიოში. „ TRACE MATRIX”-ის ინდექსის მიხედვით კორუფციის სიმცირის რეიტინგით საქართველო მე 11- ადგილზე არის 197 ქვეყანას შორის. ჩვენ ვუსწრებთ ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის ნორვეგია, ჰოლანდია, საფრანგეთი, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი და ავსტრია. ღია მმართველობის 2015 წლის ინდექსის თანახმად, ჩვენი ქვეყანა 29-ე ადგილზე არის მსოფლიოში და ლიდერობს აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით, საქართველო არის მსოფლიოში 22- ე ადგილზე. ჩვენ ვთავაზობთ ინვესტორებს სამართლებრივ უსაფრთხოებას, ხარისხიან გამჭვირვალე პრონოზირებად კანონებს, ჯანსაღ პროცედურებს, სანდო სასამართლოს და დამოუკიდებელ მიუკერძოებელ სასამართლოს და სანოტარო სისტემებს. საჯარო მონაცემთა ხელმისაწვდომობას, ინფორმაციის ღიაობას და ხელმისაწვდომ სწრაფ და გამჭვირვალე საჯარო ინფორმაციას.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)