01:54 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-05 18:16:59, 1726 ნახვა

კომენტარი
სააკაშვილი: უკრაინაში ყოფნისთვის საჭირო სტატუსს ვკარგავ - ეს არის პოროშენკოს მორიგი გადაწყვეტილება

"მე უკრაინაში ყოფნისთვის საჭირო სტატუსს ვკარგავ, ეს არის არა სასამართლოს, არამედ პოროშენკოს მორიგი გადაწყვეტილება", - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევის სააპელაციო ადმინისტრაციული სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას.

სააკაშვილმა განაჩენის გამოცხადების ამსახველი ვიდეოც გამოაქვეყნა.

კიევის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საჩივარი უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი რუსლან ჩერნოლუცკი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება უკრაინის ხელისუფლებას საფუძველს აძლევს, სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიიდან გაიყვანოს, ექსტრადიციის ან დეპორტაციის ფორმით. იგი გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics